პროსტატის კიბო წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO მონაცემებით, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მამაკაცთა სიმსივნურ პათოლოგიებში ის რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
პროსტატის კიბოს აღმოჩენა დაავადების პირველი ნიშნების გაჩენამდეა შესაძლებელი სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრით, ანუ PSA ტესტით. PSA-ს დონის მკვეთრი მომატება პროსტატის კიბოს შესაძლო არსებობაზე მიუთითებს.
- ასაკი 50+ წელი;
- Პროსტატის კიბოს ოჯახური ანამნეზი;
- გენეტიკური მუტაციების არსებობა (BRCA1 და BRCA2 მუტაციები, ლინჩის სინდრომი);
- სიმსუქნე.
- გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით);
- გაძნელებული შარდვა;
- შარდვის გახანგრძლივება;
- ტკივილი შარდვის დროს.
Პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის გზები
პროსტატის კიბოს სკრინიგი, რომელიც PSA ტესტირებას ითვალისწინებს, პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა. საწყის სტადიაზე აღმოჩენისას დაავადება სრულად განკურნებადია.
"კონსილიუმ მედულაში" პროსტატის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. პროგრამაში ჩართვა უფასოა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 50-70 წლის კაცებისათვის.
გაიგეთ მეტი პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ.
Პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა "კონსილიუმ მედულაში"
დიაგნოსტიკა
"კონსილიუმ მედულაში" დანერგილია პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკის შემდეგი მეთოდები:
- გასინჯვა სწორი ნაწლავიდან (რექტალური გასინჯვა);
- Პროსტატის სიმსივნის ბიოფსია ულტრაბგერითი გამოსახულების კონტროლით და მასალის მორფოლოგიური შესწავლით;
- ტრანსრექტალური ბიოფსია;
- Მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- Ჩონჩხის სცინტიგრაფია;
- Პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენით (PSMA PET).
მკურნალობა
მკურნალობის მიდგომები და მეთოდები, რომელიც დანერგილია "კონსილიუმ მედულაში", შემდეგია:
- დაავადების ადგილობრივად გავრცელებული ფორმის დროს ტარდება ქირურგიული მკურნალობა-რადიკალური პროსტატექტომია +/- მენჯის ლიმფოდისექცია;
- თუ დაბალი ავთვისებიანობის პოტენციალის მქონე სიმსივნე მოიცავს მხოლოდ პროსტატის ჯირკვალს, გამოიყენება Სხივური თერაპია;
- თუ სიმსივნე სცდება პროსტატის ჯირკვალს და მოიცავს ირგვლივ მდებარე ქსოვილებს, ტარდება ჰორმონოთერაპია (ანდროგენ დეპრივაციული თერაპია) + სხივური თერაპია;
- დაავადების გავრცელებული (შორსწასული ფორმის დროს) მოწოდებულია მედიკამენტოზური ან ქირურგიული კასტრაცია მომდევნო ჰორმონოთერაპიით, ქიმიოთერაპიით, იმუნოთერაპიით ან შერჩეული კომბინაციით.
"კონსილიუმ მედულაში" დანერგილია შემდეგი დაავადებების მკურნალობა:
- Პროსტატის ადენოკარცინომა
- Პროსტატის ნეიროენდოკრინული კიბო
- Პროსტატის ბრტყელუჯრედოვანი კიბო
- Პროსტატის სარკომა